როგორ შევარჩიოთ ხელთათმანი ბაიკისთვის

საქართველოში მომრავლდა ორ ბორბლიანი ტრანსპორტი,რაც ძალიან სასიამოვნოა.არ არსებობს

უკეთესი განცდა, ვიდრე ატარო ორი ბორბლით საკუთარი სული და შეიგრძნო ადრენალინი.

დღეს ყურადღებას გავამახვილებ დაცვაზე კერძოდ ხელთათმანზე.როდესაც ბაიკს ყიდულობ
არ უნდა დაგენანოს ფული დაცვაში რადგან სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია.

ხელთათმანის ყიდვისას უნდა გავითვალისწინოთ 4 ძირითადი ფაქტორი.
1) დაცვა
2) დიზაინი
3) კომფორტი
4) ხარისხი

დაცვა

დაცვა პირველ ადგილას იმიტომ ვაყენებ რომ ხშირია ბაიკიდან გადმოვარდნა და მაჯის დაზიანება.ხელთათმანის დანიშნულება რათმაუნდა ის არის, რომ დაიცვას მგზავრი დაზიანებისგან.
თუ მუშტის ზედა კასტეტის ზონის დამცავი და მაჯის ქვედა ძვლის დამცავი ხელთათმანს არ გააჩნია მაშინ არ ღირს ყიდვა,რადგან ძირითადი ფუნქცია დაცვაა და იგი ვე შეასრულებს თავის მოვალეობას.
აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ თითების დამცავს თუ ნეკა თითზე ბოლომდე არის მიყვანილი დამცავი ამ შემთხვევაში იდეალურია.

დიზაინი

დიზაინი რათქმაუნდა ინდივიდუალურია რადგან ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს.
ალბათ ყველას ენდომება თავისი ბაიკის,ქურთუკის ან ჩაფხუტის შესაბამისი ხელთათმანი იყიდოს მაგრამ არავითან შემთხვევაში არ გაწიროთ დაცვა დიზაინისთვის.
მაგალითან თუ ხელთათმანის ფერი შეესაბამება თქვენი ბაიკის ფერს და არ აქვს ზემოთ ხსენებული დაცვა არ ღირს ყიდვა ისე სჯობს იყიდო ნაკლებად მიმზიდველი და უფრო ძლიერი დაცვის ქონე ხელთათმანი.

კომფორტი

ბაიკზე დაჯდომისას თუ კომფორტული ხელთათმანი გიკეთია რადიკალური განსხვავებით
მართავ ბაიკს ვიდრე შეუსაბამო ხელთათმნით
უნდა გაითვალისწინოთ რამდენად მარტივად იცვამთ და იხდით ხელთათმანს არის თუ არა კომფორტული თქვენთვის.ხშირად გვიწევს ჩაცმა-გახდა ხელთათმანის როდესაც ფულს ვიხდით ან ტელეფოს ვპასუხობთ.ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტში რამდენად სწაფად ჩავიცვამთ.ძალიან მნიშვნელოვანია შეიძინოთ ის ზომა რა ზომაც გჭირდებათ ანუ ხელთათმანი მოგერგოთ ისე რომ მართვის დროს არ იყოს დისკომფორტი,ზომის არჩევისას აუცილებლად ჩახედეთ Size Chart -ს,აუცილებლად აიღეთ 1 ზომით დიდი თუ გჭირდებათ M აიღეთ L რატომღაც რაც საჭიროა ერთი ზომით დიდი ერგება ყველას ხელზე.ასევე მნიშვნელოვანია კარგად მუშაობდეს ხელთათმნის ვინტილაცია რადგან ზაფხულში სიცხის დროს ხელი არ ჩახურდეს და იყოს ხელი გრილად.უმჯობესია ვინტილაცია ჰქონდეს მუშტის ზემოთ რადგან როდესაც ხელი გვიკიდია სახელურზე პირდაპირ გვიბერავს და გრილდება ხელი.


ხარისხი


ხარისხში იგულისხმება თვითონ წარმოების ხარისხი.
უნდა დავაკვირდეთ ნაკერების მდგომარეობას ხელით გამოწევის შემთხვევაში თუ ჩანს ნაკერი,ასევე სადაც წებოა გამოყენებული რამდენად მყარად ზის ხელთათმანზე,დასველების შემთხვევაში ხომ არ დაზიანდება,ასევე მნიშვნელოვანია რამდენად კარგად არის დაფიქსირებული (ფხრიწი)

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.