როგორ ავარჩიოთ პირველი მოტოციკლეტი, რჩევა დამწყებთათვის?

რადგანაც თქვენ ამ სტატიას კითხულობთ დიდი შანსია, რომ გსურთ შეუერთდეთ ბაიკერების დიდ ოჯახს და ეს სწორიცაა, მოტოციკლეტი ხომ თავისუფლებაა, თავისუფლად ფრენა და ცხოვრეიბის წესი, მაშინ თქვენ სწორედ იქ მოხვდით სადაც გინდოდათ. მე შევეცადე რამოდენიმე სასარგებლო რჩევები მომეცა თქვენთვის თუ როგორი მოტოციკლეტი უნდა აარჩიოთ , როგორი კუბატურის და ა.შ.

სანამ ავარჩევთ პირველ მოტოციკლეტს

ჯერ ჩამოყალიბდით თუ რას ელით თქვენი რკინის მეგობრისგან: თქვენ გსურთ წყნარი, საიმედო და მანევრირებადი მოტოციკლეტი ქალაქის პირობებში თუ შეშლილი და სწრაფი მოტოციკლეტი ტრასისთვის?, უგზოობაში სასიარულოდ სადაც მხოლოდ ჯიხვები დადიან თუ ეს ყველაფერი ერთად?

პასუხი ამ კითხვაზე განსაზღვრავს კონკრეტული მოდელის არჩევანს, თუმცა ზოგადი რჩევების მოცემა მაინც შემიზლია.

  1. პირველი მოტოციკლეტი არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი.
    "ბოროტ" და ძლიერ მოტოციკლეტს ახალბედა ბაიკერი უბრალოდ ვერ გაუმკლავდება. ეს არ არის ავტომობილი როდესაც მუხრუჭების ძლიერი დაჭერისას მხოლოდ ფინანსური პრობლემებით შემოიფარგლებით უბრალოდ დააზიანებთ ბამპერს და ა.შ. ეს თვით ბაიკერს დააზიანებს და საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. სულ მცირედით გაზის გადამეტებულმა გახსნამ შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოთ.
  2. არ ღირს ძალიან მძიმე ბაიკის ყიდვა.
    რატომ? იმიტომ რომ არის მხოლოდ ერთი გზა რომ მოტოციკლეტიდან არ გადმოვარდეთ, ეს იმ შემთხვევაში თუ მასზე არასდროს დაჯდებით )), ყველა დამწყები ვარდება (თითქმის ყველა თუ მას დაბადებიდან ზებუნებრივი ცოდნა არ დაჰყვა მოტოციკლეტის მართვის), ხოლო შემდეგ 200 და 300კგ იანი მოტოციკლეტის წამოყენება ფეხზე სახუმარო ამბავი არ გეგონოთ. სიტყვაზე მენდეთ ეს არ არის მარტივი.
  3. მაშინაც კი თუ თქვენ ფინანსურად არ გიჭირთ არ ღირს იყიდოთ ძალიან ძვირიანი და ბოლო მოდელის მოტოციკლეტი.
    პირეველი მოტოციკლეტი თქვენ გეყოლებათ დაახლოებით ერთი სეზონი, რომ გაიგოთ თუ როგორ იმართება იგი, მიეჩვიოთ მართვას, ჩამოგიყალიბდეთ ტარების რეფლექსები, მიხვდეთ თუ რას მოითხოვთ მისგან, შემდეგ კი მას დიდი ალბათობით გაყიდით და ახალს შეიძენთ, მანამდე კი რამოდენიმეჯერ წააქცევთ. დიდი შანსია "ჩაშალოთ" მე-2 სიჩქარე, ამიტომ უბრალოდ ჯობია შეიძინოდ მეორადი მოტოციკლეტი, ჩემი აზრით ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ახალბედებისთვის.
  4. ეცადეთ შეიძინოთ რაც შეიძლება ნათელ ფერებში შეღებილი მოტოციკლეტი.
    არა იმიტომ რომ შემდეგ ამით თავი გამოიჩინოთ , არამედ იმისთვის რომ გზაზე უფრო შესამჩნევი გახდეთ ავტომობილის მძღოლებისთვის.
  5. თქვენი მოტოციკლეტი უნდა იყოს ფლეგმატური.
    როგორც კომპიუტერი რომელიც , რაიმე ოპერაციის წინ გეკითხებათ გსურთ თუ არა შეასრულოთ ესა თუ ის ბრძანება. მაგალითად წინა ტორმუზის დამუხრუჭებისას თითქოს უნდა გეკითხებოდეთ "თქვენ დარწმუნებული ხართ რომ მოულოდნელი დამუხრუჭება სველ ასფალტზე კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის? "

ეს მცირედი ჩამონათვალია, რომელიც გაგიადვილებთ პირველი მოტოციკლეტის არჩევას.


ააქვს თუ არა მნიშვნელობა მოტოციკლეტის მატორის კუბატურას ყიდვის დროს.

თუ თქვენ მანამდე არასდროს გიტარებიათ მოტოციკლეტი მოტო-სკოლის გარდა მაშინ გირჩევთ შეჩერდეთ 125-300 კუბიან მოტოციკლეტებზე. ეს მოტოციკლეტები საკმაოდ სწრაფებია დამწყებთათვის და საკმაოდ ნაკლები წვააქვს, რაც თქვენს ჯიბეს წაადგება. თუმცა ბევრი არ დამეთანხმება და იტყვის რომ 125 იანი ბაიკი ეს მოპედია და თავიდანვე 600 იანით უნდა დაიწყოთ. რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრი არსებობს :) , მე ვფიქრობ რომ 600 იანით დაწყება საკმაოდ სარისკოა.

600-იანი მოტოციკლეტი - ეს საკმაოდ აგრესიული ცხოველია, რომელიც სულ რაღაც 2-3წმ ში ანვითარებს 100კმ/სთ-ს. გაწევა ძალიან ძლიერი აქვს, ხოლო მუხრუჭები ძალიან მგრძნობიარე, მისი მართვისას არამარტო ტვინი უნდა იყოს ჩართული არამედ სწორი რეფლექსებიც, სხვაგვარად ფრენა გარანტირებული გაქვთ და არც თუ ისე სასიამოვნო დაფრენა :)

400-იანი მოტოციკლეტები - ამ მოტოციკლეტებზე შეიძლება ითქვას, რომ უფრო დამწყებთათვისაა. თქვენ დარწმინებული ხართ რომ, ადრენალინის მოზღვავებასთან ერთად არ მოუჭერთ გაზს ბოლომდე? ან უცაბედად არ მიცემთ მაღალ გაზს? თუ ორივე კითქვაზე პასუხი დადებითია მაშინ ეს მოტოციკლეტები თქვენთვისაა, საკმაოდ ძლიერი თუმცა ამასთანავე მშვიდიც, რომელიც მზადაა გაპატიოთ ბევრი შეცდომა.

მოდელები - ჩვენთან ფართოდაა გავრცელებული Suzuki GS500F, Kawasaki ninja 250, 300, ასევე ხალხში გავრცელებული მოსაზრებაა რომ Honda hornet 600 იც დამწყებებისთვისაა რასაც პირადად მე არ ვეთანხმები. როგორ შეიძლება 102ცხ/ძ იანი ბაიკი ჩაითვალოს მოტოციკლეტად დამწყებთათვის?! ჩვენს ქვეყანაში ასევე მრავლადაა ჩინური წარმოების მოტოციკლეტები რომელიც ჩემი აზრით თავის საქმეს კარგად ართმევენ თავს. მართალია ხარისხით ბევრად ჩამოუვარდებიან იაპონურ ბრენდებს თუმცა ფასიც შესაბამისი აქვთ.

ჩოპერის სტილის ბაიკები - ეს ბაიკები მათვისაა ვისაც წყნარი კომფორტული მზავრობა უფრო იზიდავს ვიდრე სწრაფი და გიჯური თავგადასავლები. გამოვარჩევდი Yamaha virago 535 -ს რომელიც ადვილი სამართავია, არც ისე მძიმეა და ქალაქში გადასაადგილებლადაც მშვენიერი ვარიანტია. ასევე Yamaha v-star 650 -ს რომლის გაბარიტები და სიმძლავრე შედარებით დიდია ვიდრე Yamaha virago 535 -სი თუმცა ქალაქში გადასაადგილებლადაც შეიძლება გამოიყენოთ. რათქმაუნდა კიდევ უამრავი ლამაზი მოდელი არსებობს რომელზედაც ცალკე დაიწერება პოსტები ჩვენს საიტზე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მოტოციკლეტის ყიდვისას.
თუ თქვენ გინდათ რომ გარანტირებული იყოთ რომ არავინ არაფერს მოგატყუებთ მაშინ უნდა მიბძანდეთ მოტო სალონში და იქ შეიძინოთ მოტოციკლეტი ტუმცა ეს გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ ვიდრე მეორადის ყიდვა.

  1. პირველ რიგში გადაამოწმეთ მოტოციკლეტის საბუთები. უსაბუთო მოტოციკლეტი დიდი შანსია რომ მოპარულია.
  2. თუ მოტოციკლეტით მოძრაობდნენ მაშინ წაქცევის კვალი მასზე აუცილებლად იქნება, თუ არარის მაშინ კარგად დაუმალიათ, მაშინ ჩნდება კითხვა, კიდევ რამე ხო არ დამალეს ესე რასაც ვერ ვამჩნევთ?
  3. შემოაწმეთ ბენზინის ავზი შიგნიდან, ის არ უნდა იყოს დაჟანგული.
  4. აუცილებლად შეამოწმეთ მოტოციკლეტის ჩარშო "რამა", არ უნდა ეტყობოდეს შედუღების კვალი და ასევე არ უნდა იყოს გაღუნული, თუ რომელიმე ჩამოთვლილიდან ერთი მაინც არის მაშინ გირჩევთ თავი შეიკავოთ ყიდვისგან.
  5. ჯაჭვი არ უნდა იყოს დაჟანგული ან ძალიან დაჭიმული, ეს მეტყველებს იმაზე რომ მას არ უვლიდნენ, მისი გამოცვლაც არ დაგიჯდებათ იაფი.
  6. უნდა შევამოწმოთ წინა ჩანგალზე ხომ არარის სისველის ნიშნები მასზე. ეს შეიძლება გამოიწვიოს გაფუჭებულმა "სალნიკებმა" საიდანაც ზეთი ჟონავს.
  7. აუცილებლად თხოვეთ გამყიდველს სანამ მიხვალთ არ დაქოქოს მოტოციკლეტი. შეამოწმეთ როგორ იქოქება იგი ცივზე, თუ მეორე ცდის მერეც არ დაიქოქა მაშინ სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ ამ მოტოციკლეტზე.
  8. შეამოწმეთ სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი, არ უნდა აგდებდეს სიჩქარიდან.
  9. ასევე შეამოწმეთ მუხრუჭები , ციმციმები და ა.შ

მცირეოდენი მოტოეკიპირებაზე

მოტო ეკიპირება აუცილებელი ატრიბუტია ბაიკერისთვის. პირველ რიგში აუცილებელია ჩაფხუტის ტარება და თანაც ხარისხიანი ჩაფხუტის. უხარისხო ჩაფხუტის ტარებას აზრი არააქვს, იგი უბრალოდ წვიმისგან თუ დაგიცავთ თმები რომ არ დაგისველდეთ მეტი არაფრისგან. აუცილებელია კაი ხარისხის დამცავებიანი ხელთათმანები, ტყავის თუ იქნება კიდე უკეთესი რადგან წაქცევის დროს რეფლექსურად ხელებს წინ შლით და 90% ხელები პირველია რაც ზიანს იღებს. ტყავის კურტკა, სამუხლეები, იდაყვის დამცავები სასურველია თან გეკეთოთ რომ აიცილოთ თავიდან მძიმე ტრამვები და გახეხილობა. დამიჯერეთ თავიდან წაქცევას არავინ არ აპირებს :)

შევაჯამოთ: ერთი სიტყვით მოტოციკლეტის ყოლა არაა იაფი სიამოვნება, შესაძლებელია მას თქვენი ერთი ხელფასიც კი დაჭირდეს დაზიანების შემთხვევაში. რაც უფრო ძლიერია მოტოციკლეტი მით მეტ საწვავს მოიხმარს რაც დამიჯერეთ თქვენს ჯიბეზე უარყოფითად აისახება. ყოველთვის მზად უნდა იყოთ რომ ავტომობილის მძღოლი ვერ დაგინახავთ და უხეშად ჩაგიჭრით გზას ან ფეხით მოსიარულე გადაგირბენთ ისეთ ადგილას სადაც არც კი ელოდებოდით. ამ ყველაფერს თუ გაუმკლავდებით მაშინ კეთილი იყოს თქვენი ფეხი მოტო სამყაროში, რომელიც სავსე სიამოვნებით ამასთანავე ხანდახან ტკივილითაც, თავისუფლების და უსაზღვრო ემოციებით. ბოლოს მინდა ცნობილი გამონათქვამით დავასრულო "ბაიკერები იყოფიან ორ კატეგორიად, ვინც წაქცეულა და ვინც ჯერ არ წაქცეულა" :)

პ.ს აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს "ვიდეო რომელიც ყველა დამწყებმა უნდა ნახოს"




კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.