რამოდენიმე რჩევა დამწყებთათვის


მინდა რამოდენიმე რჩევა მივცე ახალბედებს თუ როგორ უნდა გადაადგილდნენ გზებზე უსაფრთხოდ.

  1. შუქნიშანთან წითელ შუქსე მიახლოებისას წინასწარ დაიწყეთ შენელება რათა უკან მომავალმა მანქანამ დროულად შეამჩნიოს თქვენი დამუხრუჭება
  2. აღმართზე ან დაღმართზე პარკირებისას უმჯობესია ცხვირით ზევით დაყენება ვინაიდან დაძვრისას უფრო მარტივია მოტოციკლეტის ჩამოგორება ვიდრე აღმართზე აყვანა.
  3. შუქნიშანზე გაჩერებისას, გქონდეთ ჩაგდებული სიჩქარეში სანამ არ დარწმუნდებით რომ უკან მომავალი მანქანები გაჩერდნენ.
  4. თუ თქვენ მოგიწიათ მოსახვევში დამუხრუჭება ეცადეთ ჯერ გაასწოროთ მოტოციკლეტი და შემდეგ დაამუხრუჭოთ, რადგან დაწვენილ მდგომარეობაში დამუხრუჭებამ შეიძლება გამოიწვიოს მოტოციკლეტის მოცურება.
  5. თუ შესაძლებელია ეცადეთ ივარჯიშოთ სწორ გზაზე, გააკეთეთ იმიტაცია თითქოს არიდებთ დაბრკოლებებს, ასევე ეცადეთ გააკეთოთ ექსტრემალური დამუხრუჭების იმიტაცია. ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებას!
  6. ადევნეთ თვალყური, რომ ჩაფხუტის მინა ("ვიზორი") ყოველთვის იყოს სუფთა და გამჭირვალე. ვინაიდან მცირედი ჭუჭყიც კი იწვევს თვალის დაძაბვას და უშლის ბაიკერს მხედველობაში, ამისთვის საჭიროა რეგულარულად წმინდოთ იგი სპეციალური საწმენდებით,
  7. ცივ და ნესტიან ამინდებში სასურველია გეცვატ ტყავის ან დათბილული შარვალი, ტყავის კურტკა , თერმული საცვლები, ტყავის ხელთათმანები და ბატინკები. ბაიკერის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია იგი მოძრაობდეს კომფორტულად და თბილად.
  8. დაიმახსოვრეთ რომ გზაზე დახატული საგზაო ნიშნებზე საბურავები ძალიან სრიალებს არა მარტო სველ ამინდში არამედ მშრალზეც. ამიტომ აიცილეთ თავიდან მასზე დამუხრუჭება.
  9. მოძრაობისას მოსახვევში ყოველთვის გქონდეთ მზერა იქით საითაც აპირებთ მოძრაობის გაგრძელებას. ეს გაგიადვილებთ მოსახვევის სწრაფად და უსაფრთხოდ გავლას.
  10. სველ ამინდში მოძრაობისას ეცადეთ იმოძრაოთ წინა ტრანსპორტის ნაკვალევზე, ვინაიდან ასფალტი ამ ადგილებში შედარებით მშრალია და მოჭიდებაც მეტია.
  11. დაიმახსოვრეთ, სწრაფად მოძრავი მძიმე სატრანსპორტო საშუალებების უკან ჰაერის ჭრის შედეგად წარმოიქმნება ტურბულენტური ზონა რაც შეიძლება გახდეს მართვის დაკარგვის მიზეზი.
  12. მოხვევის შემთხვევაში ციმციმის ჩართვასთან ერთად უმჯობესია ჩვენი მანევრის შესახებ ხელითაც ვანიშნოთ
  13. ღამე მოძრაობისას უმჯობესია თუ ჩაიცვავთ ამრეკლებიან ტანსაცმელს, რადგან ღამით უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებებმა ადვილად შეგამჩნიოთ.
  14. გაითვალისწინეთ, რომ შემხვედრი ქარის დროს ბენზინის ხარჯი მატულობს.
  15. დაიკავეთ სავალი გზა მტლიანად ან გაანთავისუფლეთ იგი, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ რომ თქვენს გარშემო დარჩეს თავისუფალი ადგილი სადაც ავტომობილი ჩაეტევა. არ არ დააყენოთ ავტომობილის მძღოლი არჩევანის წინაშე , შეძლებს თუ არა მისი ავტომობილი მოთავსდეს ამ შეზღუდულ სივრცეში.
  16. თუ გზაზე შეამჩნევთ ორმოს, ოდნავ წამოიწიეთ. ეს მოგცემთ საშუალებას უფრო რბილად გადალახოთ დაბრკოლება.
  17. სხვადასხვა ხაზოვან დაბრკოლებებთან მიახლოებისას (მაგ: ლიანდაგი) ეცადეთ გადაკვეტოთ მახვილი კუთხით.
  18. მოსახვევების გავლა უნდა მოხდეს თანაბარი ან ოდნავ ზრდადი გაზით, რათა ზედმეტად არ დავტვირთოთ წინა ბორბალი რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი მოცურება.
  19. დამუხრუჭება მოსახვევში კატეგორიულად იკრძალება. უნდა დავამუხრუჭოთ მოსახვევამდე ხოლო მოსახვევში ნელნელა დავზარდოთ აჩქარება, რაც ხელს უწყობს თანაბრად გადანაწილდეს სიმძიმე საბურავებზე. ეს უკანასკნელი კი გვაძლევს საუკეთესო მოჭიდების გარანტიას და მოსახვევის უსაფრთხოდ გავლას .
  20. მზად იყავით ძაღლების თავდასხმისგან. ცნობილია რომ უმეტესობა ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს არ მოსწონთ მოტოციკლეტები და მუდმივად გამოხატავენ აგრესიას მის მიმართ. თავდასსხმის შემთხვევაში შეანელეთ სვლა და ძაღლის მოახლოებისას სწრაფად აჩქარდით თუმცა უსაფრთხოების მიზნით არ დაგავიწყდეთ მანამდე წინ გახედვა.
  21. გაითვალისწინეთ რომ ახალ საბურავებს თავიდან არააქვს კარგი მოჭიდება ასფალტთან.
  22. და ბოლოს, მოძრაობის დროს ყოველთვის იყურეთ შორს და არავითარ შემთხვევაში ახლოს, ეს გაგიადვილებთ საფრთხის თავიდან არიდებას.

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.