ყველაზე დიდი მოტოციკლეტი მსოფლიოში

გერმანიაში გამოფენაზე იქნა წარდგენილი ყველაზე დიდი მოტოციკლეტი მსოფლიოში. მას ძრავი რუსული ტანკის Т-55 ის ააქვს. მისმა შემქმნელებმა მოგვიყვეს უეცარი წარმატების საიდუმლო.

მოტო ენთუზიასტებმა გერმანიის ერთ-ერთი სოფლიდან შექმნეს ყველაზე დიდი მოტოციკლეტი მსოფლიოში, პროექტის მთავარ ხელმძღვანელს თავდაპირველად სურდა შეექმნა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული კალიასკიანი მოტოციკლეტის თავისი ვარიანტი, თუმცა ბოლოს გამოუვიდა უზარმაზარი საბჭოთა სტილის მოტოციკლეტი ტანკი. მისი შემქმნელები ჰყვებიან, რომ პროექტზე მუშაობის დროს უსმენდნენ Rammstein-ს და ჭამდნენ უმ ხორცს.

მოტოციკლეტს უყენია საბჭოთა ტანკის Т-55 -ს v12 ძრავი. მისი მახასიათებლები შთამბეჭდავია: მოცულობა 3800კუბური სანტიმეტრი და 630 ცხენის ძალა, მიუხედავად დიდი სიმძლავრისა მოტოციკლეტს ჯერჯერობით სწრაფად არასდროს უვლია.

მოტოციკლეტის ზომები წააგავს საშუალო სატვირთო ავტომობილის მახასიათებლებს

სიგრძე: 5.8 მეტრი

სიგანე: 2.8 მეტრი.

წონა: 4.3 ტონა

მოტოციკლეტი ტანკი (Panzerbike) იმდენად დიდია, რომ იგი მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მძიმე მოტოციკლეტი მსოფლიოში.

Panzerbike იმართება დაგრძელებული საჭით რომელიც უმნიშვნელოდ უხვევს წინა საბურავს, ამიტომ გახდა საჭირო დამატებითი საჭის დაყენება კალიასკის საბურავის სამართავად.



შემქმნელებმა მას სახელიც მოუფიქრეს და დაარქვეს Katharina die Große. (ეკატერინე დიდი)

მოტოციკლეტის გასაფორმებლად ფართოდ გამოიყენება საომარი აღჭურვილოვა, ფრთოსანი რაკეტა კალიასკაზე, ნაღმები ციმციმების ადგილას და ა.შ.

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.