ფილმები ბაიკერებზე

ამ სტატიაში მინდა გავაკეთო აქცენტი ფილმებზე. ალბათ ბევრს უძებნია "ფილმები ბაიკერებზე", თუმცა ერთად მოყრილი ფილმების სია ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვერ გინახავთ, ამიტომ გადავწყვიტე ეს სტატია მიმეძღვნა მთლიანად ფილმებისთვის ბაიკერებზე. თანმიმდევრობა შემთხვევითია და არ ნიშნავს რომ ესა თუ ის ფილმლი რომელიმეს ჯობია , ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია. ასევე დავწერ მოკლე შინაარს და ფილმის ლინკს. თუ სიაში რომელიმე ფილმი ვერ მოხვდა დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად დავამატებთ. მაშ ასე დავიწყოთ!


1) კარგი მომენტი

ელი: 2004

ხანგრძლივობა: 84 წუთი

ქვეყანა: აშშ, ავსტრალია

სტუდია: WARNER BROS.

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი

რეჟისორი: ჯოზეფ კანი

მოკლე შინაარსი:

საყვარელ გოგონასთან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ ბაიკერს კერი ფორდს დიდი უსიამოივნებებში ელის: მას მკვლელობას დააბრალებენ, რომელიც არ ჩაუდენია. ფორდზე მსხვერპლის ძმა გადაწყვეტს შურისძიებას. ასევე ფედერალური აგენტების ძებნის მიზნად იქცევა. კერი ფორდი ნებისმიერ ფასად გეგმავს თავისი კეთილი სახელის აღდგენას და დამნაშავეების მოძებნას.

ფილმის ლინკი



2) მრბოლელი აჩრდილი

წელი: 2007

ხანგრძლივობა: 114 წუთი

ქვეყანა: აშშ, ავსტრალია

სტუდია: COLUMBIA PICTURES CORPORATION

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, ზღაპრული (ფენტეზი)

რეჟისორი: მარკ სტივენ ჯონსონი

მოკლე შინაარსი:

თავისი შეყვარებულის გადასარჩენად, ექსტრემალი ბაიკერი ჯონი ბლეიზი ეშმაკთან გარიგებას დებს. გარიგების ობიექტი მისი უკვდავი სულია. წლები გადის და ეშმაკი თავის უფლებებს ახსენებს. ის ჯონის ზებუნებრივი ძალების მქონე მრბოლელ აჩრდილად გადააქცევს.

ფილმის ლინკი



3) მრბოლელი აჩრდილი 2: შურისმაძიებელი სული

წელი: 2011

ხანგრძლივობა: 96 წუთი

ქვეყანა: აშშ, გაერთიანებული ემირატები

სტუდია: COLUMBIA PICTURES

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, ზღაპრული (ფენტეზი)

რეჟისორი: მარკ ნეველდაინი, ბრიან ტეილორი

მოკლე შინაარსი:

მოქმედება ჩრდილოეთ ევროპაში ვითარდება, სადაც მთავარი გმირი ჯონი ბლეიზი უშედეგოდ ებრძვის საკუთარ წყევლას. მას სამსახურში აიყვანს რაღაც სექტა. ეს სექტა ცდილობს ხელში ჩაიგდოს ეშმაკი იმ დროს როცა ის ეცდება ჯონის შვილის დაბადების დღეს, ჩასახლდეს ბავშვის სხეულში.

ფილმის ლინკი



4) ციდან სამ მეტრზე

წელი: 2010

ხანგრძლივობა: 118 წუთი

ქვეყანა: ესპანეთი

სტუდია: ANTENA 3 FILMS

ჟანრი: დრამა, მელოდრამა

რეჟისორი: ფერნანდო გონზალეზ მოლინა

მოკლე შინაარსი:

ფილმი ორი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ბაბი – საშუალო ფენას მიეკუთვნება, ის სიკეთეს და უმანკოებას ასხივებს. ჰაჩი – კი მეამბოხე სულის პატრონია, იმპულსური, რისკი და საფრხთე ყოველთვის თან სდევს, მუდმივად ჩხუბში და მოტოციკლეტით არალეგალურ რბოლებშია ჩართული. ამ ორი ადამიანის შეხვედრა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ გარდაუვალი. და მათ შორის დიდი სიყვარული იფეთქებს.

ფილმის ლინკი


5) ციდან სამ მეტრზე 2

წელი: 2012

ხანგრძლივობა: 120 წუთი

ქვეყანა: ესპანეთი

სტუდია: ANTENA 3 FILMS

ჟანრი: მელოდრამა

რეჟისორი: ფერნანდო გონზალეზ მოლინა

მოკლე შინაარსი:

ექსუალური ჯინი ჰაჩეს ახალი სიყვარულია, მაგრამ ის მაინც ხშირად იხსენებს ძველ სიყვარულს. ჰაჩეს მოუწევს არჩევანის გაკეთება.

ფილმის ლინკი



6) შეშლილი მაქსი

წელი: 1979

ხანგრძლივობა: 88 წუთი

ქვეყანა: ავსტრალია

სტუდია: KENNEDY MILLER PRODUCTIONS

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, სათავგადასავლო

რეჟისორი: ჯორჯ მილერი

მოკლე შინაარსი:

არც ისე შორეული მომავალი უდიდესი კატასტროფის შემდეგ. ცხოვრება უთვალავ მთავარ მაგისტრალებთანაა თავმოყრილი.. გზა ბევრისთვის საარსებო წყაროდ იქცა. ამავდროულას ყველაზე სასტიკი ინსტინქტების გამოსავლენ ობიექტად. ბაიკერების ჯგუფი ახალგაზრდა პოლიციელ მაქსს კვალდაკვალ მისდევს. სასტიკ შეტაკებაში მოკლულია სხვა პოლიციელი გუსი, იგივე ბედი შეიძლება მაქსაც და მის ოჯახსაც ეწიოს

ფილმის ლინკი


7) შეშლილი მაქსი 2

წელი: 1981

ხანგრძლივობა: 95 წუთი

ქვეყანა: ავსტრალია

სტუდია: KENNEDY MILLER ENTERTAINMENT

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, სათავგადასავლო

რეჟისორი: ჯორჯ მილერი

მოკლე შინაარსი:

კაცობრიობას საშინელი კატასტროფა დაატყდა თავს. მსოფლიოში საშინელი ენერგეტიკული კრიზისია. საწვავისთვის იბრძვიან ყველანაირი ხერხით. იმიტომ, რომ სადაც ბენზინია – იქ სიცოცხლე არსებობს...

ფილმის ლინკი


8) შეშლილი მაქსი 3

წელი: 1985

ხანგრძლივობა: 107 წუთი

ქვეყანა: აშშ, ავსტრალია

სტუდია: KENNEDY MILLER PRODUCTIONS

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო

რეჟისორი: ჯორჯ მილერი, George Ogilvie

მოკლე შინაარსი:

ქალაქ ბატერთაუნს სასტიკი მბრძანებელი ენტიტი მართავს. თავისი გავლენის გასამყარებლად ის ცდილობდ მაქსი გამოიყენოს, მაგრამ ამჟამად ავტომობილების შერკინებებს, ხელჩართული ბეძოლები ცვლის. მაგრამ არენის წესები უაღრესად სასტიკია: შედის ორი, გამოდის მხოლოდ ერთი.

ფილმის ლინკი


9) შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა

წელი: 2015

ხანგრძლივობა: 120 წუთი

ქვეყანა: ავსტრალია

სტუდია: KENNEDY MILLER PRODUCTIONS

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, სათავგადასავლო

რეჟისორი: ჯორჯ მილერი

მოკლე შინაარსი:

აპოკალიფსური ამბავი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე განვითარდება და მოგვიყვება ადამიანებზე, რომლებიც უდაბნოში არიან ჩარჩენილნი და არსებობისათვის იბრძვიან...

ფილმის ლინკი



10) მებრძოლი თევზი

წელი: 1983

ხანგრძლივობა: 94 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: AMLF

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ფრენსის ფორდ კოპოლა

მოკლე შინაარსი:

მეთ დეიმონი და მიკი რურკი ფილმში ძმებს თამაშობენ, ისინი ცდილობენ მათი გარემოცვიდან თავის დაღწევას. ერთ მათგანს სიკვდილი ელის, მეორეს კი ახალი ცხოვრების დასაწყისი.

ფილმის ლინკი



11) ადგილი ფიჭვის ქვეშ

წელი: 2012

ხანგრძლივობა: 140 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: SIDNEY KIMMEL ENTERTAINMENT

ჟანრი: დრამა, დეტექტივი

რეჟისორი: Derek Cianfrance

მოკლე შინაარსი:

მოტოკასკადიორი ძარცვავს ბანკებს, რათა უზრუნველყოს ცოლის და ახალშობილი შვილის ცხოვრება. ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც მისი გზა პოლიტიკოსად ქცეულ ყოფილ პოლიციელამდე მიდის…

ფილმის ლინკი


12) ჰარლი დევიდსონი და მარლბორო

წელი: 1991

ხანგრძლივობა: 98 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: KRISJAIR

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, თრილერი, დეტექტივი, ვესტერნი

რეჟისორი: საიმონ უინსერი

მოკლე შინაარსი:

ჰარლი და მარლბორო ძველი მეგობრის დასახმარებლად ბანკის გაძარცვას გეგმავენ, მაგრამ შეცდომით ფულის ნაცვლად ხელთ ნარკოტიკების დიდი პარტია შერჩათ.

ფილმის ლინკი



13) ბაიკერები

წელი: 2004

ხანგრძლივობა: 129 წუთი

ქვეყანა: ინდოეთი

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, სათავგადასავლო

რეჟისორი: Sanjay Gadhvi

მოკლე შინაარსი:

ჯეი დიკშტასა პოლიციელია, რომელსაც ერთი წუთის სიცოცხლეც ვერ წარმოუდგენია სამსახურის გარეშე, ყოველი დილა მისთვის დანაშაულთან ბრძოლით იწყება. და აი, ჯეი ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებას იღებს – მან ბაიკერი ქურდები უნდა დააკავოს.

ფილმის ლინკი



14) ბაიკერები 2

წელი: 2006

ხანგრძლივობა: 152 წუთი

ქვეყანა: ინდოეთი

სტუდია: YASH RAJ FILMS

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი

რეჟისორი: Sanjay Gadhvi

მოკლე შინაარსი:

პოლიციელი ჯეი დიკშიტასა და მისი მეგობრის ალის თავაგადასავლი გრძელდება. ამჯერად მათ საერთაშორისო ქურდი უნდა დაიჭირონ, რომელმაც შეუფასებელი საგანძური მოიპარა, რათა ისტორიაში თავის კვალი დაეტოვებინა.

ფილმის ლინკი



15) ბაიკერები 3

წელი: 2013

ხანგრძლივობა: 172 წუთი

ქვეყანა: ინდოეთი

სტუდია: COUNTERPUNCH STUDIOS

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, დეტექტივი

რეჟისორი: ვიჯაი კრიშნა აჩარია

მოკლე შინაარსი:

ფილმის მოქმედება იწყება ჩიკაგოში, 1990 წელს, როდესაც საჰირი იყო ბავშვი და გაიზარდა მამასთან ცირკში.

ფილმის ლინკი



16) ბაიკერები

წელი: 2003

ხანგრძლივობა: 110 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: DREAMWORKS SKG

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, დეტექტივი

რეჟისორი: რეგი როკ ბაიტვუდი

მოკლე შინაარსი:

გადაღებული როგორც თანამედროვე მოტო-ვესტერნი, ეს ფილმი გვიყვება შავკანიანი ბაიკერების ცხოვრების ისტორიას. ლოურენს ფისჰბერნი თამაშობს მანუელ გელოვეის, რეალურ პერსონაჟს, ბაიკერების კლუბის პრეზიდენტს და ცნობილ რბოლერს, რომელიც მეფე კალის სახელის ქვეშ გამოდის. ის - ცივილური მოტოკლუბის ლიდერია დღისით, და ველურების ბანდის, ტყავებში ჩაცმულების, სიმშვიდის დამრღვევლების მეთაურია ღამით.

ფილმის ლინკი


17) უდარდელი მხედარი


წელი: 1969

ხანგრძლივობა: 95 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: PANDO COMPANY INC.

ჟანრი: დრამა, დეტექტივი

რეჟისორი: დენის ჰოფერი

მოკლე შინაარსი:

ჰიპი მოტოციკლისტები ამერიკაში მოგზაურობენ თავიანთი ”ჰარლი დევიდსონებით”, ეწევიან მარიხუანას, სვავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ. 60-იანი წლების საკულტო ფილმი. ლასლო კოვაჩის საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი და შესანიშნავი საუნდტრეკი როკ-ლეგენდების შესრულებით.

ფილმის ლინკი


18) მოტოციკლისტის დღიურები

წელი: 2004

ხანგრძლივობა: 126 წუთი

ქვეყანა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ჩილე, არგენტინა, ბრაზილია, პერუ

სტუდია: FILMFOUR

ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული, სათავგადასავლო

რეჟისორი: უოლტერ სალლესი

მოკლე შინაარსი:

1952 წლის იანვარში, ახალგაზრდა სტუდენტი-მედიკოსები ერნესტო გევარა დე ლა სერნა და ალბერტო გრანადა, ძველი მოტოციკლით, სამოგზაუროდ მიდიან. მათი შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა დაედო საფუძვლად ერნესტოს ჩანაწერებს და მის მტკიცე პოლიტიკურ მრწამსს, რომელიც შემდგომში ყველასათვის ცნობილი გახდა სახელით ერნესტო ჩე გევარა.

ფილმის ლინკი



19) ყველაზე სწრაფი ინდიანი

წელი: 2005

ხანგრძლივობა: 127 წუთი

ქვეყანა: აშშ, იაპონია, შვეიცარია, ახალი ზელანდია

სტუდია: OLC / RIGHTS ENTERTAINMENT

ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული, სპორტული

რეჟისორი: როჯერ დონალდსონი

მოკლე შინაარსი:

ლეგენდარული ახალზელანდიელი ბერტ მუნროს ისტორია, რომელმაც მრავალი წელი მოანდომა თავისი მოტოციკლის - "1920 ინდიან სკაუტის" სრულყოფას და მოდიფიკაციას. მან 1967 წელს თავისი ოცნება რეალობად აქცია და სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც დღემდე გადაულახავია.

ფილმის ლინკი



20) ნამდვილი ტახები

წელი: 2007

ხანგრძლივობა: 100 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: TOUCHSTONE PICTURES

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, კომედია, სათავგადასავლო

რეჟისორი: უოლტ ბეკერი

მოკლე შინაარსი:

ოთხი მეგობარი გადაწყვერს ცოტახნით დაივიწყონ ყოველდღიური პრობლემები და გაიხსენონ წარსული, როდესაც ოთხივე ბაიკერულ თავისუფლებაზე ოცნებობდა. კვირაში ერთხელ უალკოჰოლო პივის დალევა ადგილობრივ მოტოკლუბში მათ მობეზრდათ, და მეგობრები გადაწყვეტენ მოგზაურობაში წასვლას შტატებში, ჩრდილოეთიდან ნიუ–მეხიკომდე. მეგობრებს წინ უამრავი თავგადასავლები ესლით.

ფილმის ლინკი


21) ბუგი ბიჭი

წელი: 1998

ჟანრი: კრიმინალური, ტრილერი, ექსკლუზივი,

ენა: ქართულად

რეჟისორი: კრეიგ ჰამანი

მოკლე შინაარსი:

ჰიპების ცნობილი დევიზი სექსუალურ თავისუფლებაზე, ნარკოტიკებსა და როკ-ენ-როლზე არ იზიდავს ჯესი პეიჯს. ამ გზას ხალხი ხშირად არსად მიყავს. იყო დრო - მას ჯეროდა მათი....

ფილმის ლინკი

დილმის ლინკი 2




22) ველური

წელი: 1953

ხანგრძლივობა: 79 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: STANLEY KRAMER PRODUCTIONS

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ლასლო ბენედეკი

მოკლე შინაარსი:

ფილმი მოგვითხრობს ბაიკერების ჯგუფზე რომლებსაც შავ მეამბოხეებს უწოდებენ რომლებსაც ქალაქი ტერორში ჰყავთ.

ფილმის ლინკი


23) კანონის მიღმა

წელი: 1993

ხანგრძლივობა: 108 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: CAPITOL FILMS

ჟანრი: დრამა,თრილერი

რეჟისორი: ლარი ფერგიუსონი

მოკლე შინაარსი:

ამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელი დავალებას იღებს: მან უნდა გაანადგუროს ბაიკერების ჯგუფი, რომლებიც ნარკომოვაჭრეები არიან...

ფილმის ლინკი



24) ჯოჯოხეთური მოგზაურობა

წელი: 2008

ხანგრძლივობა: 84 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: DIMENSION FILMS

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, თრილერი, სათავგადასავლო

რეჟისორი: ლარი ბიშოპი

მოკლე შინაარსი:

არასაბავშვო ისტორია ბაიკერების დაჯგუფებების შესახებ. ლუდი, მოტორის ღრიალის ხმა, ქალის შიშველი სხეულის სიუხვე, სროლები და სისხლი.

ფილმის ლინკი



25) THE BORN LOSERS

წელი: 1967

ხანგრძლივობა: 113 წუთი

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, თრილერი

რეჟისორი: ტომ ლოფლინი

მოკლე შინაარსი:

როკერების ბანდა ატერორებენ პატარა ამერიკულ ქალაქს,ქალაქგარეტ მატ ააქვტ სახლი ორიგიების მოსაწყობად სადაც აუპატიურებენ ახალგაზრდა გოგონებს და იკეთებენ წამალს, ქალაქის მკვიდრთ მათი ძალიან ეშინიათ, მაგრამ ყოფილი "მწვანე ბერეტი"-ს მსახური ბილი ჯეკი მეტსახელად "ინდიელი" არ შეუშინდა მათ..

ფილმის ლინკი

ფილმის ლინკი 2


26) ჯოჯოხეთის ანგელოზები მოტოციკლეტებზე

წელი: 1967

ხანგრძლივობა: 95 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია:FANFARE FILMS

ჟანრი: დრამა, თრილერი, დეტექტივი

რეჟისორი: რიჩარდ რაში

მოკლე შინაარსი:

ენზინგასამართი სადგურის მუშა მეტსახელად პოეტი, დაიცავს ერთერთ ახაგაზრდა გოგონას, რომლებიც როკერების ჯგუფთან ერთად დაკატაობენ მოტიციკლეტებით. ის მიატოვებს თავის მოსაწყენ სამსახურს და მიემგზავრება მათთა ერთად ქვეყანაში სამოგზაუროდ.

ფილმის ლინკი


გისურვებთ სასიამოვნო ყურებას!

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.