მოპარვის საწინააღმდეგო საშუალებები მოტოციკლეტზე

მოტოციკლეტი ვისთვის მხოლოდ გადასაადგილებელი საშუალებაა, ვისთვის ფუფუნება და ცხოვრების წესი, ვისთვის დიდი ხნის ახდენილი ოცნება. მისი დაკარგვა ძალიან დიდ ზიანს მოგაყენებთ როგორც სულიერად ასევე ფინანსურადაც. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა მოტოციკლეტების ქურდობის ფაქტები ამიტომ დროა ვიფიქროთ მის დაცვაზე და უბრალოდ სულაც არაა სასიამოვნო როდესაც თქვენს მოტოციკლეტზე წამოსკუპებულ უცხო ადამიანს იხილავთ. ქვევით მოვიყვან გატაცების საწინააღმდეგო საშუალებების რამოდენიმე მაგალითს .

1) "რკინის რკალისებრი კლიტე" - იგი მაგრდება მოტოციკლეტის ჩარჩოს და უკანა ბორბალს შორის.

2) "ცეპი + კლიტე" - იგი წარმოადგენს ჯაჭვის და კლიტის ერთობლიობას რომელიც დამზადებულია სპეციალური მტკიცე მეტალისგან. სპეციალური დანადგარის გარეშე მისი გახერხვა ან გახვრეტა შეუძლებელია.

3) "ტროსი + კლიტე" - ტროსის და კლიტის ერთიანობა გვაძლევს უფრო მსუბუქ დამცავ კონსტრუქციას ვიდრე "ცეპი + კლიტე" , თუმცა შედარებით ადვილი გადასაჭრელია ვიდრე ზევით ჩამოთვლილი.

5) "სიგნალიზაცია" - სიგნალიზაცია ფართოდ გავრცელებული გატაცების საწინააღმდეგო საშუალებაა, იგი ზემოქმედებს ვიბრაციაზე (მაგ: თუ მოტოციკლეტს ვინმე შეეხება) და გამოსცემს მაღალ ხმას. ასევე არსებობს სიგნალიზაციები "უკუკავშირით", მისი მოქმედების დროს თქვენ "პულტზე" აისახება განგაშის სიგნალი.

6) GPS Tracker - ჩვეულებრივი სიგნალიზაცია ყოველთვის ვერ დაიცავს თქვენს "რკინის ცხენს" გატაცებისგან, ამიტომ საჭიროა მასზე დაამაგროთ GPS Tracker-ი , იგი წარმოადგენს ზომით პატარა მოწყობილობას რომელიც მოიცავს ორ მოდულს (მიღება-გადაცემა), მისი მეშვეობით ადვილად შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი მოტოციკლეტის კოორდინატები, საით გადაადგილდება და ა.შ. მას ააქვს ავტონომიური კვების წყარო, რომელიც რამოდენიმე დღე ძლებს შემდეგ კი ითიშება (დამოკიდებულია მწამოებელზე და ხარისზე).

და ბოლოს ეცადეთ მოტოციკლეტი ყოველთვის ისეთ ადგილას დააყენოთ სადაც მას ადვილად ადევნებთ თვალყურს.

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.