კომპანია Kawasaki-ს ისტორია

კომპანია კავასაკი დაარსდა ტოკიოში 1906წ-ს. სახელი "კავასაკი" მისი დამფუძნებლის გვარისგან მიენიჭა (shozo kawasaki). იგი თავიდან სპეციალიზირებული იყო გემების შეკეთებით და ტვირთის გადაზიდვებით. ასევე დროდადრო მათი ინტერესები გაიზარდა და შეეხო რკინიგზის მშენებლობას, ავია ნაწილების გამოშვებას, ტნასპორტის შეკეთებას და მის ტექნიკურ უზრუნველყოფას.დღეისათვის, კომპანია kawasaki-ს ასევე აქვს მნიშვნელოვანი პოზიციები გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის ობიექტების, ელექტროსადგურების, სამრეწველო ობიექტების მშენებლობის და კოსმოსური ხომალდების შექმნაში.


მოტო ავიაციის ნაცვლას

1920-იან წლებში იაპონიის მთავრობის მიერ მიღებულმა მილიტარიზაციის პოლიტიკამ გამოიწვია თვითმფრინავის მშენებლობის სწრაფი განვითარება. ასე რომ, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, იაპონიას ჰქონდა რეკორდული ოდენობის 575ც თვითმფრინავი, რომელიც თვითმფრინავის გადამზიდავზე იყო განთავსებული, როცა შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს ამ დროს მხოლოდ 220 ჰქონდა. აზიურმა სახელმწიფომ მოახერხა უზარმაზარი ზიანი მიაყენეინა მოკავშირე ძალებისთვის საბრძოლო მოქმედებებზე, მათი აგრესია ვრცელდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მასშტაბით, ინდოეთში და ავსტრალიაში.

ომში დამარცხების შემდეგ, იაპონია ამერიკის შეერთებული შტატების ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის მთავრობამ მორატორიუმი საავიაციო მრეწველობის განვითარებაზე დააყენა.მოხდა საავიაციო ქარხნების დემონტაჟი და საზღვარგარეთ იქნა ექსპორტირებული როგორც დანაკარგები, სპეციალისტებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები. KAWASAKI- მ შეძლო ნაწილობრივ შეენარჩუნებინა პროდუქციის მოცულობა მისი რეპროდუქციის ხარჯზე. ასე წარმოიშვა მოტოციკლეტების წარმოების ახალი მიმართულება.

პირველი ნაბიჯები

ომის შემდეგ მოსახლეობა საჭიროებდა იაფ და გამძლე ტრანსპორტს. მასზე მოთხოვნა უდიდესი იყო. თავდაპირველად მათი ძირითადი საქმიანობა იყო გადაცემათა კოლოფების წარმოება მოტოციკლეტებისთვის.1949წ-ს იქნა მიღებული გადაწყვეტილება შეექმნათ საკუთარი წარმოების ძრავი. 1951 წლიდან დაიწყო kawasaki -ის ორ და ოთხ ტაქტიანი ძრავების დაყენება «Noriz» -ის ფირმის ველოსიპედებზე. სათადარიგო ნაწილების წარმოებამ დიდი მოგება ვერ მოუტანა კომპანიას. 1953წ-ს შეიქმნა ცალკე მოტოციკლეტების წარმოების განყოფილება რომელსაც ეწოდა სახელი "Meihazu". მათი ამოცანა ამბიციურად ჟღერდა: შეემუშავებინათ საკუთარი წარმოების მოტოციკლეტები.

1954წ-ს მათ გამოუშვეს სულ რაღაც 200 ერთეული სკუტერი "Bikescooter KV-2" , ასევე ველოსიპედი "Meihazu 60" მოტოციკლეტის ძრავით.

Meihazu 60
ეს მოდელი აღჭურვილი იყო KV-3 ძრავით და წინა ზამბარიანი ჩანგლით.

მოტოციკლეტების მასიური წარმოება დაიწყო 1957წ-ს, პირველი სერიული მოდელი გახდა "Meihazu В7" (1961წ-ს მას გადაარქვეს სახელი და დაარქვეს KAWASAKI В8), აღჭურვილი 1 ცილინდრიანი, 124 სმ³ ის მოცულობის ძრავით და 4 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით.


პირველი სერიული მოდელი Meihazu В7 იგივე KAWASAKI B8


რთული 1960-იანების პერიოდი

სამწუხაროდ 60-იანი წლების დასაწყის ვერ ვუწოდებთ კომპანიისთვის მომგებიან წლებს. ამაზე მოქმედებდა რამოდენიმე გარემო: სერიოზული ზეწოლა და წნეხი სხვა უფრო სწრაფად განვითარებადი კომპანიებისგან, წარმოების მოცულობის მცირე რაოდენობა და არც ისე თანამედროვე მოტოციკლეტების კონსტრუქცია.

კომპანიის მფლობელებს შორის კომპანიის დახურვაზე სერიოზული განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა მათ გადაწვიტეს მიეცათ მეორე შანსი და იგი დაიწყეს კომპანიის სახელის შეცვლით. ბრენდ "Meihazu" -ს, რომელიც ვერ გახდა პოპულალური გადაერქვა სახელი და დაერქვა KAWASAKI.


სურათზე ნაჩვენებია უკანასკნელი მოტოციკლეტი გამოშვებული ბრენდ "Meihazu" -ს მიერ, რომელსაც შემდეგ გადაერქვა სახელი KAWASAKI 125 New Ace -ად

სიტუაციის გამოსასწორებლად მეორე ნაბიჭი გახლდათ წარმოების გაზრდა. თუ 60-იანი წლების დასაწყისში კომპანია ყოველწლიურად უშვებდა 1700 - 2400 მოტოციკლეტს (მაგალითისთვის: ამ დროისთვის კომპანია Honda ყოველწლიურად უშვებდა 100 000 ერთეულ მოტოციკლეტს ), 1964წ-ს მათ იგი გაზარდეს 6-9 ათას ერთეულამდე თვეში. ასეთი დიდი ნახტომისთვის ფირმა "kawasaki" -მა შეიძინა კომპანია "Meguro", რომელიც უშვებდა უკვე საკმაოდ მოძველებულ მოდელებს. რამოდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1966წ-ის მაისში კომპანია უშვებს მოდელს 650 Meguro X იგივე KAWASAKI W1 -ს. იგი დაკომპლექტებული იყო 2 ცილინდრიანი, 50 ცხ/ძ იანი და 650 სმ³ მოცულობის ძრავით რომლის მაქსიმალური სიჩქარე გახლდათ 180კმ/სთ.


კომპანიისთვის გარდამტეხი პერიოდი

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზუსტად მოდელი KAWASAKI W1 იყო კომპანიისთვის გარდამტეხი პერიოდი რომლის გამოშვების შემდეგ კომპანიის წინსვლა და აღზევება დაიწყო. მან უცებ დაიპყრო შიდა ბაზარი, მასზე გადაჯდნენ ადგილობრივი პოლიციელები რამაც კომპანიას მოუტანა მეტი შეკვეთები და ცნობადობა.

KAWASAKI W1

ამ დროისთვის ეს მოდელი ამომავალი მზის ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი და პოპულალური გახლდათ. ასევე კომპანია ფიქრობდა თავისი პროდუქცია ოკეანის გადაღმაც შეეთავაზებინა თუმცა იქაური მომხმარებელი გათამამებული იყო უფრო მანევრირებადი ბაიკებით, ამიტომ მისი ბაზრის დაპყრობა ვერ მოხერხდა.


Kawasaki იპყრობს ამერიკას

კავასაკის მარკეტოლოგები იძულებულები გახდნენ ჩაეტარებინათ მარკეტინგული გამოძიება რათა შეესწავლათ ამერიკელი მომხმარებლების მოთხოვნები.რის შედეგადაც გახდა ცნობილი, რომ ისინი უდაოდ დიდ პატივს სცემდნენ Kawasaki-ის მოტოციკლეტის სიძლიერეს და მაქსიმალურ სიჩქარეს, თუმცა მათ სურდათ უფრო დინამიური აჩქარების, მცირე წონის ასევე უკეთესი მანევრირების მქონე მოტოციკლეტი. სავალი ნაწილების შესამსუბუქებლად კომპანიამ დაიწყო მუშაობა რისი ნაყოფიც გახდა ახალი მოდელი KAWASAKI A1 Samurai, მისი მოცულობა გახლდათ 250სმ³.


KAWASAKI A1 Samurai , გამოდიოდა 1967 - 1971 წლებში

იგი დაკომპლექტებული იყო 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით და მუხრუჭის დოლაბით ("ბარაბნიანი მუხრუჭი"). მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა სულ რაღაც 160კმ/სთ, ნაკლებს ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა 400მ-ის დაფარვას იგი ანდომებდა სულ რაღაც 15წმ-ს.

რადიკალური ცვლილებები

შემდეგი მოდელი კომპანიამ გამოუშვა 1968წ-ს. მას ეწოდა H1 იგივე Maсh III. მოტოციკლეტს ქონდა მთელი რიგი ინოვაციები: 500სმ ³- ის მქონე ძრავს ქონდა 3 ცილინდრი, მას ჰქონდა 3 მაყუჩი აქედან ორი მათგანი განლაგებული იყო მარცხენა მხარეს ხოლო მესამე მარჯვნივ. პირველად სერიულ მოტოციკლეტებში იქნა გამოყენებული ელექტრო „ზაჟიგანია“ (Ignition), 5 სიჩქარიანი კოლოფი ინტეგრირებული იყო ერთ ბლოკში მატორთან. იგი აღიჭურვა ტელესკოპური ჩანგლით ("telescopic fork") და მუხრუჭის დოლაბებით ("ბარაბნიანი მუხრუჭი"). მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 193კმ/სთ-ში ხოლო 400მ ის დასაძლევად მას ჭირდებოდა მხოლოდ 13წმ, 100კმ/სთ ამდე აჩქარებას კი 4.2 წამში ახერხებდა.

იმ დროს ბრწყინვალე დიზაინმა გადაჩრდილა მისი ნაკლოვანებები, მისი მართვა რთული იყო მოსახვევებში, ასევე იგი მოიხმარდა ბევრ საწვავს. ამ ყველაფრის მიუხედავად იგი პოპულალური გახდა როგორც ევროპულ ასევე ამერიკულ ბაზარზეც.


KAWASAKI H1 იგივეMaсh III (1968–1975 წ)

Maсh III გახდა წინაპარი მომდევნო მოდელებისთვის, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ძრავის მოცულობით და ცხენის ძალებით განსხვავდებოდა.1970წ -ს 500 სმ³ სიმძლავრის ერთ-ერთი მოდიფიკაციით მოტო მრბოლელმა Ginger Molloy-მ შეძლო დაეკავებინა მე-2 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე.

70-იანი წლები

ამავდროულოულად ინჟინრები აქტიურ რბოლაში ჩაერთვნენ სხვა კომპანიის ინჟინრების წინააღმდეგ, მათი ამოცანა იყო შეექმნათ საუკეთესო 4 ტაქტიანი და 4 ცილინდრიანი მოტოციკლეტი. კომპანია Honda -მ მათ დაასწრო და პირველმა შექმნა ლეგენდარული მოდელი СВ750. თუმცა კავასაკის მარკეტოლოგებმა შეძლეს ეს მოვლენა თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ყურადღებით შეისწავლეს ხალხის რეაქცია, მოტოციკლეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამის საფუძველზე მათ შექმნეს ნამდვილი შედევრი მოდელი Z1. ეს სიახლე წარმოდგენილი იქნა 1972წ-ს გამოფენაზე გერმანიის ქალაქ კელნში.

მისი მახასიათებლები გახლდათ: 900სმ³ მოცულობა, 82ცხ/ძ, ორი გამანაწილებელი ლელვით ("რასპრედვალი") , ელექტრო „ზაჟიგანია“ (Ignition), 4 მაყუჩი და 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. მოტოციკლეტს ჰქონდა ტრუბის მაგვარი საყრდენი ჩარჩო ("რამა") . ასევე ორ ცილინდრიანი მუხრუჭის სისტემა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 209კმ/სთ-ს შეადგენდა თუმცა ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ მისმა მფლობელებმა შეძლეს მასზე განევითარებინათ 230კმ/სთ სიჩქარე.


KAWASAKI Z1 (1972–1975 წ)

1974წ-ს გამოშვებული მოდელი Z400 მიეკუთვნებოდა საშუალო კლასს, 398სმ³ იან ძრავს ჰქონდა საჰაერო გაგრილება, ზედა გამანაწილებელი ლელვი და დაბალანსირებული ლილვი ("ვალი") რომელიც ამცირებდა ვიბრაციას. სიმძლავრე კი სულ რაღაც 35ცხ/ძ ჰქონდა. მოდელი გამოდიოდა აშშ-ში, კომპანია kawasaki იყო პირველი იმ დიდ კომპანიებს შორის (Honda, Yamaha, Suzuki, KAWASAKI) რომელმაც მოახერხა პირველს გაეხსნა იქ საწარმოო ობიექტები.

შემდეგი მოდელი რომელიც უკვე აშშ-ში მზადდებოდა და მორგებული იყო მისი მოსახლეობის გემოვნებაზე გახლდათ 900სმ³ მოცულობის მქონე მოდელი KZ 900LTD, რომელსაც ჰქონდა უკანა 16 დიუმიანი ფართო საბურავი, მაღლა აწეული საჭე და კიბისებრი დასაჯდომი, ეს სტილი პოპულალური გახდა არამარტო აშშ-ში არამედ ევროპაშიც.

KAWASAKI KZ 900 LTD

1970-იანი წლების შუა რიცხვებში, KAWASAKI აქტიურად აფართოებდა მოდელებს. 1975 წელს კომპანიამ გამოუშვა Z750 Twin, რომელსაც ჰქონდა ორი ცილინდრიანი, 745 სმ³ და 55 ლიტრიანი სიმძლავრის ძრავი, 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი გაერთიანებული ერთ ბლოკში.

შემდეგი პრემიერა იყო მსუბუქი 1 ცილინდრიანი 198 სმ³ სიმძლავრის Z220 , ხოლო მომდევნო მოდელი კი Z650 (64 ცხ/ძ).

ახალი მოდელ Z7508-ს ჰქონდა 750 სმ³ მოცულობის ძრავი ზედა ორი გამანაწილებელი ლელვით ("რასპრედვალი"), კომპანიის ასორტიმენტში ასევე გამოჩნდა ენდუროები და კროსის ტიპის მოტოციკლეტები.

1977წ-ს ინჟინრებმა გადაწყვიტეს განეახლებინათ მოდელი Z1. მისი გაუმჯობესების და ძრავის მოცულობის გაზრდით მათ თავიანთ თაყვანისმცემლებს წარუდგინეს ახალი მოდელი Z 1000.

1979წ-ს შედგა პრემიერა ძალიან წარმატებული მოდელის Z1300 , რომელიც შემდგომ 10 წლის განმავლობაში იწარმოებოდა. მისი ძრავი შედგებოდა 6 ცილინდრისგან , მოცულობა გახლდათ 1286 სმ³, აღჭურვილი იყო წყლის გაგრილებით და 120ცხ/ძ ძალიანი ძრავით. მოტოციკლეტი დაკომპლექტებული იყო სამი ორ კამერიანი კარბურატორით და 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით.

KAWASAKI Z1300 (1979წ)
ამავდროულად კომპანიაში არ ივიწყებდნენ მრბოლელებსაც, მათვის იქმნებოდა უნიკალური მოტოციკლეტები,წყლის გაგრილებით,ორ ცილინდრიანი , 2 ტაქტიანი ძრავებით რომლებიც იყო განლაგებული გვერდიგვერდ. ეს მოდელები ცნობილი გახსა მოტო მრბოლელის Kork Ballington-ის წყალობით რომელმაც მოიპოვა ჩემპიონის ტიტული 1978 და 1979წ-ში.

1980წ-ს ჩემიონის ტიტული ჩაიგდო ხელში გერმანელმა ანტონ მანგმა, კარიერის დასრულებამდე მან დაბალი მოცულობის კავასაკის მოდელის მოტოციკლეტით მოასწრო რამდენჯერმე პირველი ადგილის დაუფლება.

მსოფლიო შემპიონი წრიულ რბოლებში Kork Ballington

80-იანი წლები

1980წ-ს კომპანიამ საზოგადოებას წარუდგინა მსუბუქი მოტიციკლეტი AR50, განკუთვნილი ქალაქში გადასაადგილებლად.იგი აღჭურვილი იყო 1 ცილინდრიანი 49სმ³ მოცულობის ძრავით და 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით. მახასიათებლები: Uni-Trak-ის უკანა დაკიდების სისტემა,წინა დისკიანი და უკანა ბარაბნიანი მუხრუჭები.


KAWASAKI AR50

1982წ-ს მძიმე მოტოციკლეტები იძენენ ახალ სტილს. ერთ-ერთი ასეთი იყო GPZ სერიის მოდელები. მასზე დაყენებული იყო სხვადასხვა მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავები, დაწყებული 399 სმ³ იდან დამთავრებული 1 089სმ³ -ით.შედარებით პოპულარული მოდელი იყო GPZ 500. მისი გამოშვება შეწყდა 2009წ-ს. ამ სახელით იგი გაყიდვაში იყო მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ხოლო აშშ -ში მას იცნობდნენ როგორც KAWASAKI Ninja 500R. მოტოციკლეტმა საზოგადოება თავისი მრავალფეროვნებით დაიპყრო. იგი ითვლებოდა სპორტ-ტურისტად თუმცა მასზე გადაადგილება ქალაქშიც არანაკლებ კომფორტული იყო. მოდელი აღმოჩნდა ძალიან გამძლე და ბიუჯეტური, 100კმ ზე იგი მოიხმარდა მხლოლოდ 5.5ლ საწვავს, აჩქარება 100კმ/სთ ამდე 4.5წმ შეადგენდა, რასაც განაპირობებდა 2 ცილინდრიანი 60ცხ/ძ ის მქონე ძრავი. მაქსიმალური სიჩქარე გახლდათ 200კმ/სთ.


KAWASAKI GPZ 500 (იგივე Ninja 500R)

1982წ-ს კავაზაკმა პირველად მსოფლიოში წარუდგინა საზოგადოებას მოტოციკლეტი ტურბო 738სმ³ მოცულობის და 112ცხ/ძ ის მქონდე ძრავით "ZX750 Turbo". ძრავი აღებული იქნა ZX750 იდან რომელსაც სერიოზული მოდიფიკაციები ჩაუტარდა. მოტოციკლეტი აღჭურვილი იყო ახალი ძრავის დგუშებით, გაძლიერდა მისი 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. მისი წითელი და შავი ზოლები ხაზს უსვავდა მოტოციკლეტის სპორტულობას და ძალაუფლებას გზაზე. "KAWASAKI ZX750 Turbo" -მ მოტოციკლეტებს შორის დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი სიჩქარეში. ეს გახლდათ 235კმ/სთ. მოდელი გამოდიოდა მხოლოდ 2წ-ის განმავლობაში, იგი აღმოჩნდა ძალიან რთული, ძლიერი და ძვირიანი, აგრეთვე სულ მალე ტურბინის გარეშე მოტოციკლეტები იგივე შედეგს იძლეოდნენ.


KAWASAKI ZX750 Turbo

1984წ-ს კავასაკმა გამოუშვა ახალი ტიპის მოტოციკლეტები და დარქვა მას "Vulcan" , ამ წლიდან დღემდე (ეს მოდელი დღესდღეობითაც გამოდის) გამოდიოდა სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების და კუბატურის მქონე მოტოციკლეტები. ყველა ისინი მიეკუთვნება კლასიკური ჩოპერების კლასს, განკუთვნილი გრძელ გზაზე სამოგზაუროდ. კომფორტული ჯდომა და რბილი ამორტიზაცია კრუიზერების უცვლელი ატრიბუტებია. პირველ მოდელზე იყო დაყენებული 41ცხ/ძ იანი და 699სმ³ -ი მოცულობის მქონე ძრავები. 1986წ-ს გამოვიდა პირველი მსუბუქი კონსტრუქციის მქონე მოდელი Vulcan 400, მასზე დააყენეს 398სმ³ მოცულობის V-ს მაგვარი Twin ძრავი.


KAWASAKI VULCAN 400

1987წ-ს გამოდის ახალი მწკრივად განლაგებული 4 ცილინდრიანი, წყლის გაგრილებით , 997სმ³ მოცულობის და 137ცხ/ძ ის მქონე მოდელი Kawasaki ZX-10. მისი მაქსიმალური სიჩქარე აღწევდა 280კმ/სთ-ს ხოლო 100კმ/სთ ანვითარებდა 3წმ-ში.


KAWASAKI ZX-10

90-იანი წლები

მსოფლიო ჩემპიონატებში წარმატებულმა მონაწილეობამ შთაააგონა ინჟინრები შეექმნათ სუპერ მოტოციკლეტი, და ეს მოდელი იყო KAWASAKI ZXR750 Stinger. ბაიკი დაკომპლექტებული იყო 4 ცილინდრიანი , 748სმ³ მოცულობის და 104ცხ/ძ ის მქონე ძრავით. ზუსტად ამ მოდელით მოიგო სკოტ რასელმა (Scott Russell) მსოფლიო ჩემპიონატი 1993წ-ს


KAWASAKI ZXR750 Stringer

კავასაკის მარკეტოლოგებმა შეამჩნიეს მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესი რეტრო სტილისადმი, ასე შეიქმნა 4 ცილინდრიანი, ჰაერის გაგრილებაზე, 399სმ³ მოცულობის და 49ცხ/ძ ის მქონე ბაიკი KAWASAKI Zephyr. მისი 70-იანი წლების დიზაინი ისე შეიყვარა ბაიკერებმა, რომ მისმა გაყიდვებმა გადააჭარბა მოლოდინს. ცოტა მოგვიანებით გამოვიდა 553სმ³ და 783სმ³ მოცულობის , 50ცხ/ძ და 72 ცხ/ძ ის მქონე მოდელები.


KAWASAKI Zephyr 400

რეტრო თემატიკასთან დაკავშირებით კომპანიამ 50-იანი წლების სტილში კიდევ ერთი მოდელი შექმნა სახელად KAWASAKI Estrella. იგი აღჭურვილი იყო 249სმ³ მოცულობის და 20ცხ/ძ ის მქონე ძრავით. მცირე ზომამ, დაბალმა კლირენსმა (რაც მოხერხებულია საშუალო ზომის ბაიკერებისთვისაც) და ეკონომიურობამ (წვა 3.5ლ 100კმ -ზე ქალაქის პირობებში) განაპირობა ბაზარზე მისი მაღალი გაყიდვების მაჩვენებელი. სხვათაშორის, ათწლეულების მანძილზე მოდელი Estrella გახდა მომდევნო გამოშვებული სერიების წინაპარი.


KAWASAKI Estrella 250

ამ მიღწევების გარდა, 90-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა ასევე მოდელი ZZR-R1100, რომელსაც 5 წლის განმავლობაში სერიულ მოდელებს შორის, ყველაზე სწრაფი ბაიკის ტიტული ეკავა. ტრადიციულად ამერიკის ბაზარზე ეს მოდელი ატარებდა KAWASAKI ZX-11 Ninja-ს სახელს. მოტოციკლეტი დაკომპლექტებული იყო მწკრივში განლაგებული 4 ცილინდრიანი ძრავით რომელიც თხევად გაგრილებაზე მუშაობდა. მას ჰქონდა კარგად გათვლილი აეროდინამიკული დიზაინი და ალუმინის კორპუსი. 2002 წელს მის შემცვლელად გამოვიდა მოტოციკლეტის ახალი ვერსია ZZR 1200.


KAWASAKI ZZR-R1100

1996წ-დან კომპანიამ დაიწყო ABS-იანი მოდელების გამოშვება.

2000-იანი წლები

2000წ-ს იაპონელები უშვებენ სპორტულ მოტოციკლეტს KAWASAKI ZX-12R Ninja-ს, რომელიც 2006 წლამდე სერიულ მოდელებს შორის ითვლებოდა ყველაზე სწრაფ მოტოციკლეტად. მან დაამკვიდრა დიზაინში ახალი ეპოქის დასაწყისი, რაც გულისხმობს ალუმინის ჩარჩოს გამოყენებას. 1 199სმ³- მოცულობამ,სითხის გაგრილებამ, და 178ცხ/ძ -ამ განაპირობა მისი სიჩქარის მაღალი მაჩვენებელი. იგი 100კმ/სთ სიჩქარის განვითარებას ანდომებდა სულ რაღაც 2.7წმ-ს ხოლო 200კმ/სთ ანვითარებდა 7.2წმ-ში. მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 308კმ/სთ. მისი ტექნიკური მაჩვენებლები გამოირჩეოდა ალუმინის ჩარჩოთი (მონოკოკის ტიპის), თანამედროვე სპორტული რეგულირებადი დაკიდების სისტემით, უკანა ფართო საბურავით და ასევე უკანა 6 დგუშიანი მუხრუჭებით. საინტერესოა ის, რომ 2000წ-ს იაპონურმა მოტო კომპანიებმა და კომპანია BMW -მ ხელი მოაწერა შეთანხმებას სიჩქარის შეზღუდვის შესახებ, რომლის მიხედვითაც მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა ყოფილიყო 300კმ/სთ მეტის. მიღებული ხელშეკრულების გამო კომპანია კავასაკი იძულებული გახდა სასწრაფო კორექტირება შეეტანა ZX-12R-ის ტექნიკურ მახასიათებლებში, რის გამოც მისი სიჩქარე 300კმ/სთ მდე შეიძღუდა.


KAWASAKI ZX-12R Ninja

2004წ-ს დაიწყო სერიული გამოშვება "ფლაგმანური" მოდელის Vulcan 2000, რეკორდული 2 053სმ³ მოცულობის და 103ცხ/ძ-ის ძრავით.

KAWASAKI Vulcan 2000

იმსითვის რომ კავასაკს არ დაეკარგა პირველობა სიჩქარის მაჩვენებელში, 2012წ-ს კომპანია ანახლებს მოდელ ZZR-ს, რომელიც აღიჭურვა 1 441სმ³ მოცულობის და 210ცხ/ძ-ის მქონე ძრავით.

2014წ-ს კომპანია Kawasak-მა გამოუშვა მოტოციკლეტი Kawasaki H2 და Kawasaki H2R , Kawasaki H2R -ის მეშვეობით 5-გზის მსოფლიო ჩემპიონმა თურქმნა მოტო მრბოლელმა Kenan Sofuoglu-მა დაამყარა მსოფლიო რეკორდი და განავითარა 400კმ/სთ.


KAWASAKI H2R


დღესდღობით KAWASAKI-ს მოტოციკლეტები მოიცავს ყველა არსებული კლასის ტიპს: სპორტი,სუპერ-სპორტი, კრუზიერი, უნივერსალი, ასევე ენდურო და კროს ბაიკებს. კომპანიის ინჟინრები ამჟამად მუშაობენ პირველი ელექტრო მოტოციკლეტის შექმნაზე. ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ მათ და ახლო მომავალში დაველოდოთ განვითარებულ მოვლენებს.

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.