Honda hornet 600

დღეს მინდა ვილაპარაკო მოტოციკლეტზე რომელიც პოპულარულია საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ეს არის Honda cb600F იგივე Honda hornet 600. მოტოციკლეტი რომელიც თვით დრომ გამოსცადა. მისი წარმოება დაიწყო 1998წ -დან და მას მერე მან გაიჩინა უამრავი გულშემატკივარი მთელს მსოფლიოში. ძრავი აღებულია სპორტული მოტოციკლეტიდან Honda CBR600F3, რომელიც ოდნავ იქნა დეფორსირებული. შედეგად გაწევა მოემატა დაბალ და საშუალო ბრუნვებზე, საერთო ჯამში კი იგი გამოიმუშავებდა 94,69ც/ძ-ს და 62,76 ნიუტონ მეტრ ბრუნვას. დროთა განმავლობასი ძრავი განიცდიდა ცვლილებებს რომელიც არა მარტო ძრავს ეხებოდა არამედ შეფრქვევის სისტემასაც, რის შედეგადაც თანამედროვე ჰორნეტებში მისი სიმძლავრე გაიზარდა 102ც/ძ -მდე.


ცნობილია როგორც:

  • Honda CB 600
  • Honda CB 600 F
  • Honda Hornet 600
  • Honda CB600F Hornet

თაობები:

  • Honda Hornet 600 (1998-2002) - I თაობა.

  • Honda Hornet 600 (2003-2006) - II თაობა.

  • Honda Hornet 600 (2007-2012) - III თაობა.

1998წ - Honda Hornet 600-ის გამოშვების წელი, პირველი თაობის მოტოციკლეტი რომელსაც ჰქონდა რკინის ჩარჩო ხოლო წინა დისკი იყო 16 დიუმის ზომის.

2000წ- მოდელი Honda Hornet 600-ი უმნიშვნელოდ შეიცვალა, წინა 16 დისკი შეიცვალა 17 დიუმით, მცირედით შეიცვალა წინა ჩანგალი ("ვილკა"), პარარელურად გამოდიოდა მოდელი S რომელსაც დამატებული ქონდა ქარის დამცავი.

2003წ - მეორე თაობის მოტოციკლეტი განიცდის სერიოზულ ცვლილებებს, იგი იძენს ცოტათი თანამედროვე დიზაინს ასევე შეიცვალა მისი საინფორმაციო დაფა ("პრიბორები"). საწვავის ავზის მოცულობა იზრდება 1ლ-ით და შეადგენს 17ლ-ს, ჩვეულებრივი ჩანგლის მაგივრად გამოიყენება ამოტრიალებული, მცირედით განიცადა მოდიფიკაცია მუხრუჭების სისტემამაც (Nissin 2 ჩაანაცვლა Nissin 3 -მა). გამოჩნდა იმობილაიზერი HISS. მოდელი S აღარ არის გაყიდვაში

2007წ - მესამე თაობის მოტოციკლეტები სერიოზულ ცვლილებას განიცდის როგორც ვიზუალის ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. ვიზუალი ემსგავსება თანამედროვე "ნეიკედ" ბაიკებს, ძრავი შეიცვალა სპორტული მოტოციკლეტის CBR600RR -ის ძრავით (102ც/ძ). კარბურატორი ჩაანაცვლა ინჟექტორმა. განახლდა სამუხრუჭე სისტემა (ოფიციალურად არის ხელმისაწვდომი მოცურების საწინააღმდეგო სისტემა ABS). საწვავის ავზი გაიზარდა 19ლ-მდე

2012წ - Honda CB 600 Hornet ის გამოშვების ბოლო წელი (ოფიციალურად გაყიდვები გრძელდებოდა 2013წ-მდე).

2014წ - ოფიციალური მემკვიდრის სახით იქნა გამოშვებული მოდელი Honda CB650F

ძრავის მოცულობები:

  • Honda Hornet 250
  • Honda Hornet 600
  • Honda Hornet 900

ძირითადი მისი კონკურენტები ამ კლასსში არიან:

Kawasaki Z750 / Kawasaki Z800

Yamaha XJ6N

Yamaha FZ6N / Yamaha FZ8N

Suzuki GSR600

Suzuki GSF600 Bandit / Suzuki GSF650 Bandit

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.