ბაიკერის ღირსების კოდექსი

ამ სტატიაში შევეხებით საკმაოდ საკამათო თემას როგორიცაა ბაიკერის ღირსების კოდექსი. ეს ცნება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. MC კლუბები ამ ცნებას სხვადასხვაგვარად უყურებენ, ზოგი დაცინის და კატეგორიულად უარყოფს და ზოგიც კი თაყვანს სცემს მას. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა თავად განსაზღვრავს თავის ცხოვრების წესს და ქცევის ნორმებს, ზუსტად ეს არის თავისუფალი ცხოვრების ხიბლიც.

ბევრისთვის ცნობილია, რომ outlaw ბაიკერები ("კანონგარეშე ბაიკერები") კატეგორიულად არ ეთანხმებიან არსებულ სოციალურ წესებს, ნორმებს და კანონებს. ისინი აიგნორებენ ბაიკერის ღირსების კოდექს, რომელზეც ქვევით დავწერთ რასაც ვერ ვიტყვით უმეტესობა MC კლუბებზე.

ბაიკერის ღირსების კოდექსი.

1. არ შეიძლება ბაიკერი მოძრაობდეს მოტოციკლეტით მხოლოდ იმიტომ რომ ეს მოდურია.

2) ბაიკერი და მოტოციკლეტი უნდა იყოს როგორც ერთი მთლიანი.

3) არავითარ შემთხვევაში, არააქვს მნიშვნელობა გარემოებას, ბაიკერი არ უნდა შეეხოს კლუბის ღირსებას,კულტურის აზრს და ცხოვრების სტილს.

4) ბაიკერი ვალდებულია მხარი დაუჭიროს ბაიკერულ მოძრაობას.

5) ბაიკერი და საძმო განუყოფელია.

6) ბაიკერი ყოველთვის ვალდებულია დაეხმაროს მოტო ძმას გზაზე

7) ბაიკერი ვალდებულია ერკვეოდეს ბაიკის აგებულებაში და დეტალებში.

8) ბაიკერს არ ეშინია სიკვდილის, თუმცა ყველაფერი უდნა შეძლოს იმისთვის რომ იგი თავიდან აიცილოს.

9) ბაიკერს არ უნდა ეშინოდეს, შიში ბაიკერის მტერია.

10) ბაიკერი მუდმივად უნდა იმაღლებდეს ბაიკის ტარების კვალიფიკაციას.

11) ბაიკერი ვალდებულია პროპაგანდა გაუწიოს თავის ცხოვრების წესს და დაეხმაროს ყველას ვისაც ესე ცხოვრება სურს.

12) ბაიკერს არააქვს უფლება დაამციროს და გამოხატოს უპატივცემულობა ახალბედა ბაიკერის მიმართ. იგი უნდა დაეხმაროს ყველაფრის იმის ათვისებაში რაც თვითონ იცის.

13) ბაიკერმა არ უნდა აწყენინოს მანდილოსანს.

14) ბაიკერი არაა პოლიტიკაში, ბაიკერის პოლიტიკა პოლიტიკისგან თავისუფლებაა.

15) ღირსების კოდექსის საკითხები მხოლოდ ბაიკერების და კლუბების შეხვედრებზე წყდება.

16) არასდროს გამოიწვიოს ჩხუბის პროვოცირება. ჩაერთოს ჩხუბში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც იცავს თავის ფერებს, კლუბს ან მანდილოსანს.

17) ბაიკერი რჩება ბაიკერად ყოველთვის და ყველგან.

18) ბაიკერი არასდროს არ მალავს თავისი ცხოვრების სტილს.

19) არასდროს არ გაკიცხოს სხვა ბაიკერი მოტოციკლეტის არჩევანში, ბაიკერი ირჩევს ბაიკს თავისი გემოვნებით და შესაძლებლობების მიხედვით.

20) ბაიკერი არასდროს არ წაიყვანს სხვა ბაიკერის მოტოციკლეტს დაუკითხავად, თუმცა ნებართვის მიღება შეუძლებელია.

21) ბაიკერი არავის თხოვნის თავის ბაიკს.

22) ბაიკერი ყოველთვის ვალდებულია დაიცვას ბაიკერის ღირსების კოდექსი.

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.