საინტერესო ფაქტები მოტოციკლეტებზე და ბაიკერებზე

დღეს წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ბაიკების და ბაიკერების შესახებ.

  • უმეტესობას სმენია მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მოდელის "Harley Davidson" -ის შესახებ , გაგიკვირდებათ მაგრამ ფაქტია, პირველი ჰარლის კარბურატორი გაკეთებული იყო კონსერვის ქილისგან ხოლო მისი ძრავი სულ რაღაც 2 ცხ/ძ სიმძლავრეს გამოიმუშავებდა.
  • კიდევ ერთი ფაქტი ჰარლის შესახებ. ამ ბრენდის მოტოციკლეტების თაყვანისმცემლები უბრალოდ შეყვარებულები იყვნენ მის ველურ და ენერგიულ ხმაზე. მისი ხმის გაგონებაზე ხალხი თვალს ვერ აშორებდა მათ. ზუსტად ამ ხმის დაპატენტებას ცდილობდა "ჰარლი დევიდსონი" -ის ფირმა თუმცა უშედეგოდ.
  • ცნობილ ადამიანებშიც ბევრი მოტო მოყვარული გვხვდება, მაგალითად ავიღოთ ჰოლივუდის მსახიობები. მათ შორის გამოვარჩევდი კიანუ რივზს, მას თავისი ფირმაც კი აქვს რომელიც "რკინის ცხენების" დამზადებითაა დაკავებული. მისი მოტოციკლეტების კოლექციაში შედის 1974წ-ს გამოშვებული "Norton Combat Commando 850". ასევე ბაიკისადმი დიდ სიყვარულს გამოხატავენ ცნობილი პიროვნებები როგორებიცაა: ბრედ პიტი, ჯონ ტრავოლტა, დევიდ ბექჰემი, ბრიუს უილისი, მიკი რურკი და სხვ.
  • კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი კიანუ რივსზე. ყველა კასკადიორს რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ფილმ "მატრიცა"-ს გადაღებაში , მან დაურიგა მოტოციკლეტები და უბრალოდ მოტოციკლეტები კიარა არამედ ჰარლი დევიდსონები.
  • ერნესტო ჩე გევარამ ახალგაზრდობაში რამდენჯერმე იმოგზაურა მოტოციკლეტიტ, რაზეც გადაღებულია ფილმი "მოტოციკლისტის დღიურები" ,ლინკი ამ ფილმის სანახავად შეგიძლიათ ნახოთ აქ

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.