10 საინტერესო ფაქტი მოტოციკლეტების შესახებ

მოკლედ მოტოციკლის შექმნის ისტორიის შესახებ!

მოტო სამყაროსი დღესაც კი მიდის დებატები იმის შესახებ თუ როდის და ვის მიერ იქნა შექმნილი პირველი მოტოციკლეტი. ზოგიერთის აზრით იგი შექმნა SH Roper-მა-მა მიუხედავად იმისა რომ მისი შექმნილი აპარატი მუშაობდა ორთქლზე და ბენზინის მაგივრად მოიხმარდა ნახშირს. აპარატი შეიქმნა 1869წ-ს. სხვები კი ამტკიცებენ რომ მოტოციკლეტის შექმნის ნამდვილი თარიღი არის 1885წ. ზუსტად ამ წელს გოტლიბ დაიმლერმა შექმნა პირველი პროტოტიპი რომელიც ბენზინზე მუშაობდა და ქონდა ხის კარკასი.

10 საინტერესო ფაქტი მოტოციკლეტების შესახებ.

  1. Suzuki Hayabusa


    სახელი Hayabusa იაპონური სიტყვაა და ნიშნავს შავარდენს (Falco peregrinus) . იგულისხმება რომ მოტოციკლეტი Suzuki GSX 1300R Hayabusa ისეთივე სწრაფია როგორც ეს იშვიათი ფრინველი რომელიც პიკირებისას ანვითარებს 290-325 კმ/სთ -ს.
    ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელი კამიკაძეები დაფრინავდნენ მსგავსი სახელის მქონე საბრძოლო თვითმფრინავებით Nakajima Ki-43 Hayabusa -თი.

  2. სპორტული მოტოცილეტების საბურავები



    იცოდით რომ თანამედროვე სპორტული მოტოციკლეტების საბურავებში არ გამოიყენება ნატურალური კაუჩუკი? იგი დამზადებულია სინთეთიკური რეზინისგან რომელსაც ააქვს საუკეთესო მოჭიდების თვისებები და უფრო ნელა ცვდება ვიდრე კაუჩუკი.

  3. რეკორდი



    ყველაზე დიდი მანძილი რომელიც არის დაძლეული მოტოციკლეტით 24 საათის განმავლობაში არის 3.249კმ. რეკორდი ეკუთვნის ლ.რასელს. მან რეკორდი დაამყარა ტეხასის შტატში Continental Tire Test Track -ის ერთ-ერთ სატესტო პოლიგონზე 2011წ-ის 10 აგვისტოს.
    მან რეკორდი დაამყარა საკუთარი მოტოციკლეტით 2010წ-ს გამოშვებული Harley-Davidson FLHTK Electra-Glide Limited -ით. სულ გაიარა 238 წრე.

  4. პირველი სარეკლამო განაცხადი

    პირველი კომპანია რომელმაც განაცხადა, რომ მათი მოტოციკლეტი 1924წ-ს გამოშვებული SS100 ანვითარებდა 160კმ/სთ -ს იყო Brough Superior со .
    დღევანდელი სტანდარტებითაც კი მოტოციკლეტი ითვლება ინოვაციად და ულამაზეს მოტოციკლეტად. SS100-ს ქონდა გამოსაშლელი საყრდენი ფეხი, ორმაგი ფარები, მაყუჩი და 1000cc V-twin მატორი.
    ყველა ნიმუშს ისინი ტესტავდნენ ქალაქის პირობებში, ტესტი ტარდებოდა იმის გასაგებად თუ კონკრეტული მოტოციკლი განავითარებდა თუ არა ზემოთ ხსენებულ160კმ/სთ-ს, თუ რაიმე მიზეზით ეს ვერ მოხერხდებოდა მოტოციკლს აბრუნებდნენ უკან დეფექტის აღმოსაფხვრელად. ნიჭიერი ინჟინერი და კომპანიის მფლობელი ჯორჯ ბროტი მოიხსენიებდა თავის მოტოციკლებს როგორც «atmosphere disturbers»


  5. საბედისწერო შემთხვევა



    რამოდენიმე საბედისწერო შემთხვევა უკავშირდება ზემოთ ხსენებულ მოდელს Superior SS100, ერთ-ერთი 1935წ-ის 13 მაისს მოხდა როდესაც
    პენსიაზე ახალ გასული ლეგენდარული ბრიტანელი ოფიცერი ტომას ლოურენსი მოტო მოყვარული თავისი მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა როდესაც მას უეცრად ორმა მოზარდმა ველოსიპედებით გადაუჭა გზა ,
    ლოურენსმა მართვა დაკარგა და წაიქცა რასაც მოჰყვა ძლიერი თავის ტრამვა.
    მიუხედავად ექიმების დიდი მცდელობისა რომ იგი გადაერჩინათ 6 დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

  6. მე-5 ისტორიის გაგრძელება - მოტო ჩაფხუტი.



    ეს ისტორია პირდაპირ კავშირშია ტომას ლოურენსის ინსტორიასთან. ერთ ერთი ქიმი ნეირო ქირურგი Hugh Cairns-ი რომელიც ცდილობდა სიცოცხლე გადაერჩინა ტომას ლოურენსისთვის შოკში ჩააგდო ამ შემთხვევამ, ეს იყო მრავალი წლის კვლევისა და ანალიზის დასაწყისი. ამ ნამუშევრის შედეგები გამოქვეყნდა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მოტო ჩაფხუტის შესაქმნელად.
    ახალგაზრდა ექიმის და შექმნილი გარემოების დამსახურებაა, რომ დაიწყო კვლევები ამ სფეროს განხრით.

  7. Ducati -ის ისტორია




    რამოდენიმე თანამედროვე კომპანიამ თავიდან დაიწყო მცირე მეწარმეობით, მაგალითად იტალიური მოტო ქარხანა Ducati Motor Holding S.p.A.. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ოჯახურ მცირე ბიზნესს ბოლონიაში 1926წ-ს. მათი ძირითადი საქმიანობა იყო რადიო ნაწილების წარმოება. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ კი მოთხოვნა რადიოს ნაწილებზე შემცირდა რის შემდეგაც კომპანიამ შეიცვალა პროფილი და დაიწყო იაფი გადასაადგილებელი საშვალებებით ვაჭრობა. პირველი იყო ველო მობილი Ducati Cucciolo

  8. პირველი ტელესკოპური ჩანგალი ("telescopic forks")



    პირველი ტელესკოპური ჩანგალი დააპატენტა და გამოიყენა თავის მოტოციკლეტებზე კომპანია BMW -მ , ახალი ტექნოლოგია პირველად მსოფლიოში გამოყენებულ იქნა 1935წ-ის მოდელზე R12 , გასაოცარია მაგრამ BMW ამჯობინებს არ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია თავის თანამედროვე მძიმე მოტოციკლეტებში.

  9. პირველი თანამედროვე გადაცემათა კოლოფი



    თანამედროვე გადაცემათა კოლოფი გამოგონებულ იქნა 1972წ-ს ჰაროლდ ვილისის მიერ Velocette იდან

  10. ცნობილი მოტო ჩაფხუტების ფირმა ARAI




    კომპანია ARAI ცნობილია როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფირმა მოტო ჩაფხუტების წარმოებით. კომპანია დაარსდა 1926წ-ს და მან სახელი გაითქვა სამშენებლო დამცავი ჩაფხუტების წარმოებით. იგი არის კერძო კომპანია და დღესდღეობით მას მართავს Arai -ს ოჯახის მე-3 თაობა.

კომენტარის დასაწერად შედით სისტემაში ან გაიარეთ რეგისტრაცია.


კომენტარი (0)

    კომენტარები ვერ მოიძებნა.